კომპანია ”ECE Georgia” - მ, სულ რაღაც სამ წელიწადში შეძლო, დაემკვიდრებინა წამყვანი პოზიცია ბაზარზე, სამშენებლო – სამრეწველო ტექნიკის იმპორტში. ეს ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო ბუმით საქართველოში, რომელიც აჩქარებდა სამშენებლო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების მიმოხილვა-რემონტის პროცესს. ამ ეტაპზე “E.C.E. Georgia” წარმოადგენს მსოფლიოში ოთხ წამყვან კომპანიას (Schwing-Stetter, Potain, Metso Minerals და Dynapac).
ფაქტობრივად, ეს ერთიანობა, როგორც ჩანს, მიმართულია სამშენებლო ბაზრის ოთხ სხვადასხვა სეგმენტზე და პრიორიტეტი გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს ერთსა და იმავე ბიზნეს-სფეროში.აქედან გამომდინარე ნათელია, რომ “E.C.E. Georgia” - ს წარმატება წინასწარ განპირობებულია კარგად მართვადი ბიზნეს-სტრატეგიით.
კომპანიის ისტორია დაიწყო 2005 წელს. თავიდანვე კომპანიის ლიდერებმა დაისახეს მთავარი მიზანი: შეეთავაზებინათ სამშენებლო კომპანიებისთვის ის ინდუსტრიალური საშუალებები, რომლებიც სავსებით დააკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს.
პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო ბიზნეს-პარტნიორის შერჩევა - წამყვან ებრაულ კომპანია "Mbar Maintenance L.T.D." - თან ერთად შეიქმნა ერთიანი ქართულ-ებრაული კომპანია “E.C.E. Georgia”, რომელიც მალე გახდა გერმანული კომპანია “Schwing-Stetter”-ის წარმომადგენელი საქართველოში.
“ECE Georgia” - ს ძირითადი მიზანი საქართველოს მრეწველობის თანამდროვე სამშენებლო აღჭურვილობებითა და ტექნოლოგიებით მომარაგება. რა თქმა უნდა, ამას დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ძალიან მაღალი დონისა და ხარისხის მშენებლობის განვითარებაში. ამავე დროს ”ECE Georgia” - ს მიერ იმპორტირებული თანამდედროვე ევროპული ტექნოლოგია მიზნად ისახავს გარდაქმნას მშენებლობა გაცილებით სწრაფ, მარტივ და იაფ პროცესად ჩვენს ქვეყანაში.
კომპანიის დიდი წარმატება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, ისეთით, როგორიაცაა მზარდი ბაზარი, გამოსადეგი და დიდი გამოცდილება უცხოური პარტნიორი კომპანიისა, მაღალი ხარისხის მომსახურება, ეფექტური პერსონალი, რომელმაც თავისი გამოცდილება გერმანიაში შეიძინა